სიბაშვილის სასამართლო დასრულდა
თელავის რაიონულ სასამართლოში კახეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის - გიორგი სიბაშვილის და "კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს" დირექტორის - ვალერი გრემელაშვილის საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კახეთის საოლქო პროკურორის - ხვიჩა ბეგიაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო მიიღო. პროცესზე ორივე მხარემ ნაფიცმსაჯულების მიერ გასამართლებაზე უარი განაცხადა. გიორგი სიბაშვილის და ვალერი გრემელაშვილის საქმის არსებითი განხილვა 10 აპრილს 15 საათზე გაიმართება. გიორგი სიბაშვილს გამოძიება 5 ეპიზოდში ედავება. საქმე ეხება, "კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს" გამგეობის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდს. პროკურატურა სიბაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო წესით გამოყენება-გაფლანგვაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სიბაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/X1fzGZ
მსგავსი ვიდეოები
სიბაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
სიბაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
სიბაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
ტელეკომპანია თანამგზავრი
სიბაშვილის სასამართლო პროცესი
knews. ge
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა
ტელეკომპანია თანამგზავრი