გიორგი სიბაშვილის სასამართლო

22.03.2013 03:02

კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ყოფილი დირექტორის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. გიორგი სიბაშვილს და ვალერიან გრემელაშვილს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და თანხების გაფლანგვაში ედებათ, რაც თავისუფლების 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. სიბაშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, გრემელაშვილი კი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ სცნობს. კახეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ, რომელიც დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც ადვოკატის გარეშე გამოცხადდა და თავს თავად იცავდა, მის საქმეში არსებული 245 მტკიცებულებიდან 108-ის ბათილად ცნობა მოითხოვა. მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ მას ეს მტკიცებულებები დროულად არ გადაეცა. როგორც სიბაშვილმა განაცხდა, მას აქვს სამართლიანი ეჭვი, რომ ბრალდების მხარის ინტერესში შედიოდა არა საქმის ობიექტურად გამოძიება, არამედ მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. პროკურორმა ბრალდებულის პასუხად განაცხადა, რომ გიორგი სიბაშვილს ყველა ის მტკიცებულება გადაეცა, რაც არსებული კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. მოსამართლემ ბრალდების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დრო მოითხოვა და სხდომა 26 მარტისთვის გადადო. ვებ--გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/WJLwnb

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გიორგი სიბაშვილის სასამართლო
01:37

გიორგი სიბაშვილის სასამართლო

ტელეკომპანია თანამგზავრი

გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება
01:40

გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება

ტელეკომპანია თანამგზავრი

გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი
01:45

გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი

ტელეკომპანია თანამგზავრი

გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა
02:54

გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა

ტელეკომპანია თანამგზავრი

გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი - 17 სექტემბერი
01:44

გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი - 17 სექტემბერი

ტელეკომპანია თანამგზავრი

გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო გადაიდო
01:43

გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოუცხადებლობი...

ტელეკომპანია თანამგზავრი

გიორგი სიბაშვილის სასამართლო კიდევ ერთხელ გადაიდო
01:20

გიორგი სიბაშვილის სასამართლო კიდევ ერთხელ გადაიდო

ტელეკომპანია თანამგზავრი

გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო
01:29

გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო

ტელეკომპანია თანამგზავრი

ყველა ვიდეო