გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო გადაიდო
კახეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის, სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. როგორც პროკურორი გიორგი ლილუაშვილი აცხადებს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები სადავოდ აღარ ხდიან დარჩენილი მოწმეების ჩვენებებს, გადაწყდა, რომ ისინი სასამართლო პროცესზე ტყუილად არ გამოცხადებულიყვნენ. მისივე თქმით, მომდევნო სხდომაზე, მხოლოდ ის მოწმეები დაიკითხებიან, რომელთა ჩვენებებიც სადავოა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. ბრალდებულმა სიბაშვილმა პროცესის გადადების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და პროკურორს დარჩენილი 4 მოწმის მოყვანა თავად შესთავაზა. მომდევნო სხდომა 31 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ გიორგი სიბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის, 332 და 33 მუხლებით აქვს წარდგენილი. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1lJS7Z4
მსგავსი ვიდეოები
სიბაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის 23-ე სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი 01/05/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი -- 30/07/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი - 17 სექტემბერი
ტელეკომპანია თანამგზავრი