გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი 01/05/2013


თელავის რაოინულ სასამართლოში კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის, სასამართლო პროცესი გრძელდება. სასამართლომ დღეს კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს სპეციალისტის, დაზარალებულად ცნობილი, ანა ჩხეტიანის, ჩვენება მოისმინა. მისი მტკიცებით, „ქოჩების ტბის\", სოფელ მანავში გზების მშენებლობის, სუვენირების, ასევე, ხალფასების და პრემიების გაცემით „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტომ\" 115 ათასი ლარით იზარალა. მოწმის მხრიდან საქმესთან დაკავშირებით, არასრული პასუხების მიღების გამო პროკურორმა - ხვიჩა ბეგიაშვილმა სასამართლოს ანა ჩხეტიანის ჩვენებების გამოქვეყნებაზე შუამდგომლობით მიმართა და სხდომაზე დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ოთხი ჩვენება წაიკითხა. გიორგი სიბაშვილს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა ედება. მას ბრალი 5 ეპიზოდით აქვს წარდგენილი. გიორგი სიბაშვილის საქმის განხილვას თელავის რაიონული სასამართლო 14 მაისს 14 საათზე მოწმეთა თანმიმდევრული დაკითხვით გააგრძელებს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/105bZKb

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან