გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო
კახეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი პროკურორ გიორგი ლილუაშვილის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. 35–ე სასამართლო სხდომაზე მხარეებს დასკვნითი სიტყვა უნდა წაეკითხათ და შესაძლოა, მოსამართლეს საქმეზე განაჩენი დღესვე გამოეცხადებინა. სასამართლო პროცესზე პროკურორი ელისო ტურაშვილი გამოცხადდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გიორგი ლილუაშვილს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრება მოუწია და პროცესზე მისვლა ვერ შეძლო. მისი შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სასამართლო პროცესი 31 ოქტომბრამდე გადადო. შეგახსენებთ, პროკურატურამ კახეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე, გიორგი სიბაშვილი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2013 წლის 30 იანვარს მისცა. სიბაშვილს ბრალი 5 ეპიზოდით აქვს წარდგენილი. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1w4qII4
მსგავსი ვიდეოები
გიორგი სიბაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი -- 30/07/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი
სიბაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის რიგით 31-ე სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის რიგით 35-ე სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის ბრიფინგი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება
ტელეკომპანია თანამგზავრი