გიორგი სიბაშვილის რიგით 24-ე სასამართლო პროცესი


კახეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის რიგით 24-ე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. „კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს\" მიერ სუვენირების შეძენის ეპიზოდთან დაკავშირებით პროცესზე ერთი მოწმე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ნოდარ ყანჩაველი დაიკითხა. ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა, რომ სააგენტოს სუვენირების ფასებთან დაკავშირებით არანაირი შეხება არ ქონია და ამას იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, ნოდარ ყანჩაველი აკონტროლებდა. ბრალდებულის, გიორგი სიბაშვილის განმარტებით კი, დღევანდელ პროცესზე დამტკიცდა, რომ სუვენირების მიზერულ ფასში შეძენისთვის საქართველოს გარდა, კონტაქტების მოძიება სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი სიბაშვილს გამოძიება 5 ეპიზოდში ედავება. ბრალდებულის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 29 აპრილს ჩაინიშნა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1n7kYdw

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან