თელავის რაიონულ სასამართლოში კახეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის რიგით 27-ე პროცესი გაიმართა. სხდომაზე პროკურატურამ მხოლოდ ერთი მოწმე, ვანო ერგემლიძე წარადგინა, რომელიც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. მან სასამართლოს მანავის, დედოფლისწყაროში „ქოჩების ტბის\" და სუვენირების ეპიზოდების შესახებ გამოძიებული ინფორმაცია მიაწოდა. სიბაშვილის განცხადებით, მოწმე ერგემლიძემ ვერცერთ მის შეკითხვას სრულყოფილი პასუხი ვერ გასცა.
სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სიბაშვილს 5 ეპიზოდში ედავება. მას ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენება-გაფლანგვაში ედება. სასამართლო პროცესი 17 ივნისს განახლდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1kP21dl