გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი - 17 სექტემბერი
კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის, სასამართლო პროცესი გრძელდება. თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს დაგეგმილი სხდომა გადაიდო. ამ დრომდე ბრალმდებელ მხარეს პროკურორი ხვიჩა ბეგიაშვილი წარმოადგენდა, თუმცა ამიერიდან ბეგიაშვილს ახალი პროკურორი გიორგი ლილუაშვილი ჩაანაცვლებს. როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, მას გარკვეული ვადა ესაჭიროება, რათა საქმეს გაეცნოს. სწორედ ამ შუამდგომლობით მიმართა დღეს პროკურორმა მოსამართლე მამუკა წიკლაურს. მოსამართლემ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 3 ოქტომბრისთვის გადაიდო. კახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი სიბაშვილს, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 33-ე და 332-ე მუხლით: ფინანსების ფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/19cNWyf
მსგავსი ვიდეოები
გიორგი სიბაშვილის რიგით 27-ე სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
სიბაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოუცხადებლობი...
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი 01/05/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი