მე-20 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ხმები ბათილად იქნა ცნობილი
07/12/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
თელავის №17 საოლქო-საარჩევნო კომისია ბოლო მონაცემებს აქვეყნებს. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა სულ 14847-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლთა საერთო რაოდენობის 26,51%-ს შეადგენს. დავით მკალავიშვილი დაფიქსირებულ დარღვევებზეც საუბრობს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს მე-20 საუბნო საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ხმები ბათილად იქნა ცნობილი. ამის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოჩნდა, რომ გადასატან ყუთზე მიმაგრებული ორივე წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან\" იყო. დავით მკალავიშვილის თქმით, საოლქო საარჩევნო უბანში სულ 6 საჩივარია შესული.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/W80tD3
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/W80tD3