საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციის პრესკონფერენცია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დილის 10:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც საია-ს ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. „თუმცა, ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა, ასევე ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის არაერთი შემთხვევა (ძირითადად თბილისში). ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს, რაც გამოიხატება შემდეგში: რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან დგანან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“ ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის“ წარმომადგენლები და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუდოდ, მათ ვინაობასა და ამომრჩევლის სიაში რეგისტრაციის ნომერს. აღნიშნული ფაქტები ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც საია-ს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიაწოდეს კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ნების კონტროლის მოსალოდნელი ფაქტების შესახებ. ამ დროისთვის მგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა შემდეგ უბნებზე: დიდუბის #6 , ნაძალადევის #61, #70, #13, მთაწმინდის #4 უბანზე, კრწანისის #19, დიდუბის #35 და #36 უბნებზე. ჩვენი დამკვირვებლების მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ, კონტროლი განხორციელება ცალკეულ შემთხვევებში შეჩერდა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები მკაცრად გაკონტროლდეს როგორც უბნის თავმჯდომარეების, ასევე ზემდგომი საარჩევნო კომისიების მხრიდან და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოხდეს შესაბამისი რეაგირება. არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა ნაძალადევის #19 უბანზე პირველი ამომრჩეველი გამოცხადდა მართვის მოწმობით და დაშვებულ იქნა უბანზე. მისი მონაცემები საკონტროლო ფურცელში შეიყვანეს. შეჩერდა კენჭისყრის პროცესი და საოლქო საარჩევნო კომისიიდან მოითხოვეს ახალი საკონტროლო ფურცლის მიწოდება. აღნიშნულ დარღვევაზე საიამ დაწერა საჩივარი. დამკვირვებლის უფლებები გლდანში #113-ე უბანზე (სპეც უბანი) დილით 7:00 საათზე უბანზე არ უშვებდნენ საიას დამკვირვებელს. მას განუმარტეს, რომ ციხისთვის მიწოდებულ სიაში არ იყო მისი მონაცემები და ამიტომ ვერ შეუშვებდნენ. თუმცა მოგვიანებით დამკვირვებელი შეუშვეს. ხელვაჩაურში #16-ე უბანზე არ უშვებდნენ ჩვენს დამკვირვებელს იმ არგუმენტით, რომ წილისყრის პროცედურა უნდა ჩატარებულიყო. უბნის დაგვიანებით გახსნა გორის 90-ე უბანი დაგვიანებით გაიხსნა. თავმჯდომარე უბანზე 20 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა. ბათუმის #38-ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ნაძალადევი #49-ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. წილისყრის პროცედურების დარღვევები ნაძალადევის #მე-14 უბანზე გადასატანი ყუთის წილისყრაში უარი განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომისიებმა დანიშნულმა წევრებმა. ნაძალადევის #4 უბანზე წილისყრის შემდეგ მოხდა პოზიციების თვითნებურად გადაცვლა კომისიის წევრების შორის. გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებული საკითხები მთაწმინდის #19 უბანზე უბანზე გამოცხადდა 3 ადამიანი, რომელიც აპროტესტებდა, რატომ არ იყო შეტანილი მათი ოჯახის იმ წევრების მონაცემები გადასატანი ყუთის სიაში, რომლებიც არჩევნების დღეს ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდებოდნენ საარჩევნო უბანზე. ისინი განმარტავდნენ, რომ აღნიშნულის თაობაზე განცხადებები რეგისტრაციაში გაატარეს როგორც საუბნო, ასევე ცესკოში“, - განაცხადეს ცესკო-ში. ამ დროისთვის, ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 6 საჩივარი და 9 შენიშვნა.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საიას პრესკონფერენცია საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საია სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ უკანონო ქმე...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საერთაშორისო გამჭვირვალობა...
odishitv
საია-ს ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია პარტიებს მიმართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საიას ზუგდიდის ოფისს 2 წელი შეუსრულდა
Radio Atinati
ნიკა მელიას გირაოს თანხა გადახდილია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster