საიას ზუგდიდის ოფისს 2 წელი შეუსრულდა
ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა დაარსებიდან 2 წლის თავი ART-გალერეაში აღნიშნა. შეხვედრას საზოგადოებივი ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საიას ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ შეკრებილებს მუშაობის ანგარიში წარუდგინა და მათ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივმა ორგანიზაციამ, ორი წლის განმავლობაში, სამართლებრივი კონსულტაცია 8 005 მოქალაქეს გაუწია. მათ შორის, პირადი კონსულტაცია 6 771 ადამიანმა მიიღო, სატელეფონო - 657, ოლაინ - 95, ველზე გასვლით კი - 432. ამასთან, ღონისძიებაზე ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები გამოიფინა. ორგანიზაციის იურიდიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის თამარ მეტრეველის თქმით, რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ორგანიზაციამ მოკლე დროის განმავლობაში აქტიურად და წარმატებულად იმუშავა. „კიდევ ერთხელ მინდა ადგილობრივ ორგანიზაციას იუბილე მივულოცო და ვუსურვო მეტი აქტივობა, პირველ რიგში, ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების სასარგებლოდ“, - თქვა თამარ მეტრეველმა. ცნობისთვის, 2014 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 20 წლის იუბილეზე, ქალაქ ზუგდიდში საიას რეგიონული ოფისი გაიხსნა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
"მოწყვლადი ჯგუფების ხმა საარჩევნო დისკურსში" – "დეას" პროექტ...
Radio Atinati
ზუგდიდში პატრულის თანამშრომლები ღვედის გარეშე მოძრაობენ
Radio Atinati
პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისის გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარე დოლრაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი წერეთლის უნივერსიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საიას ზუგდიდის ოფისს დღეიდან მიხეილ ჯახუა უხელმძღვანელებს
Radio Atinati
საიას ზუგდიდის ოფისმა თემში არსებული პრობლემები შეისწავლა
Radio Atinati
საიას ზუგდიდის ოფისმა მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა
Radio Atinati