საიას ზუგდიდის ოფისმა მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ორგანიზაციამ საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენაცია ადგილობრივ ოფისში გამართა. ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას თქმით, საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციას სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით 2000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიმართა, რომელსაც იურიდიული და სამართლებრივი კონსულტაციები გაეწია. „2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით 37 წარმოებული საქმიდან 13 შემთხვევაში სასამართლო პროცესი მოვიგეთ, 3 წარუმატებელი იყო, 21 კი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გვქონდა აქტიური გასვლითი შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით. ვატარებდით საინფორმაციო აქციებს, მრგვალ მაგიდებსა და სხვა აქტივობებს. ასევე, ოფისში ფუნქციონირებს სტაჟირების პროგრამა და საკვირაო სკოლა“, - აღნიშნა ჭკადუამ. საიას რეგიონული ოფისების კოორდინატორმა მზია გოჩელაშვილმა ზუგდიდის ორგაზიაციას ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მისი საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. „ოფისი სწრაფად რეაგირებდა ყველა წამოჭრილ პრობლემასა და საკითხზე და ყურადღების მიღმა არ დარჩენია არცერთი მნიშვენლოვანი ამბავი“, - თქვა გოჩელაშვილმა. შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საიას ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნული ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისმა მუშაობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საიას ზუგდიდის ოფისს 2 წელი შეუსრულდა
Radio Atinati
საიას ზუგდიდის ოფისმა თემში არსებული პრობლემები შეისწავლა
Radio Atinati
საიას ზუგდიდის ოფისმა 2 წლის იუბილე აღნიშნა
odishitv
უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს საიას ზუგდიდის ოფისმა საჯა...
odishitv
საია-ს ზუგდიდის ოფისმა გამგეობის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტ...
Radio Atinati
განცხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობაზე დისკუსია გ...
Radio Atinati
საიას ზუგდიდის ოფისს დღეიდან მიხეილ ჯახუა უხელმძღვანელებს
Radio Atinati