ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ნაწილი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უღვედოდ გადაადგილდება. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პოლიციის თანამშრომლები, როგორც პატრულირებისას, ასევე პირადი ავტომობილებითაც უსაფრთხოების ღვედის გარეშე გადაადგილდებიან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისში განმარტავენ, რომ მსგავს შემთხვევებს შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, რადგან საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ უსაფრთხოების ღვედის გარეშე გადაადგილებისას, ადგილი აქვს საგზაო მოძრაობის წესების დარღევევას.
„2013 წლის 31 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაიცა ბრძანება #999 საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ. ბრძანებას ერთვის რამოდენიმე დანართი, რომელთაგან #2 - ში განსაზღვრულია საპატრულო პოლიციელის ქცევის ინსტრუქცია, სადაც განმარტებულია ის მოთხოვნები თუ რა ევალებათ და ეკრძალებათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ამავე დანართის თანახმად საპატრულო პოლიციას თანამშრომლებს ეკრძალებათ ავტომანქანით პატრულირებისას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, თუ ის უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, ხოლო საგზაო წესების შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლში განმარტებულია მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები, მათ შორის უსაფრთხო ღვედების გამოყენების ვალდებულება. რაც შეხება უკიდურეს აუცილებლობას, მისი განმარტება მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-18 მუხლში, რომლის თანახმად: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენის წესს, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი“, - განმარტავს ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა.
საიას იურისტი თვლის, რომ სამართალდამცავებს, ისევე როგორც რიგითმა მოქალაქეებს აქვთ ვალდებულება ატარონ უსაფრთხოების ღვედი.
შს სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ კომენტარის მისაღებად უწყებას ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ. შსს-ს პასუხს უწყებიდან წერილის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/116211701...
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...