დედოფლისწყაროში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

30.06.2014

დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს, 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 21:26 საათზე დაფიქსირდა. როგორც კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 3 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ყარაღაჯიდან 9 კილომეტრში იყო. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1qbehXV

გაზიარება: