ზუგდიდში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე შესაძლოა სასტუმრო აშენდეს
ზუგდიდში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის უკან მ² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდულაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ბურდულაძემ აღნიშნა, მას ზუგდიდელების აზრი და შეფასებები აინტერესებს. მისი თქმით, სასტუმრო ხელს არ შეუშლის დადიანების ხედს . "ბრენდული სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქალაქის ცენტრში. ეს ნორმალური მოვლენაა ყველგან. ეს ადგილი სწორედ ამიტომ შეირჩა, ეს ადგილი გახლავთ ზუგდიდის ცენტრი, ზუგდიდის გული", - განაცხადა ბურდულაძემ. სასტუმროს კონცეფცია, რომელიც 130 თანამედროვე აღჭურვილობის და დიზაინის ნომერს აერთიანებს, ბურდულაძის თქმით, თავსებადია ზუგდიდის არქიტექტურასთან და გამოირჩევა მისი მდებარეობით. გარდა ამის აღნიშნა, რომ სასტუმროს ოპერირებისთვის 200-ზე მეტი სამუშაო ადგილია განსაზღვრული, სადაც ძირთადად ადგილობრივები იქნებიან დასაქმებული. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონი ლარია. პრეზენტაციას მ²-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ზუგდიდის მერიის, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წარდგენის შემდეგ, კი 18:00 საათზე მ² -ის ინიციატივით და ორგანიზებით სტეფანეს კონცერტი გაიმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
უნდა აშენდეს თუ არა სასტუმრო სკეიტ პარკში - საჯარო განხილვა...
Radio Atinati
სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო მშენებლობა გააპრო...
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშია: ხვალ გადაწყდება წაართმევს თუ არა ზუგდიდს რეკრ...
Radio Atinati
ზუგდიდის ყინულის სასახლის შენობა პროტესტის ნიშნად მწვანე ლენ...
Radio Atinati
ალექსანდრე მოწერელია: ყველა პროექტის გადაწყვეტა საზოგადობასთ...
Radio Atinati
ზუგდიდში ეთნოცენტრი გაიხსნა
Radio Atinati
"დია" - კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი ზუგდიდში
Radio Atinati
"ფერების ფესტივალი" ზუგდიდში
Radio Atinati