სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს
ზუგდიდის სკეიტ პარკში მოქალაქეების ჯგუფმა, ამავე ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმროს სავარაუდო მშენებლობა გააპროტესტა. აქცია სოციალურ ქსელში ჯგუფის „ზუგდისი თაიმის“ წევრებმა დაგეგმეს. მათი თქმით, აღნიშნული ადგილი სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს და მისი გაყიდვა დაუშვებელია. „აქციის მიზანია მთავრობას, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას, ასევე ცენტრალურსაც გავაგებინოთ, რომ რეკრეაციულ ზონაში, რომელიც არის ხალხის საკუთრება, არ შეიძლება ასე ხელაღებით, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და გახადო კერძო საკუთრება. სასტუმრო დაიკავებს ტერიტორიას, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის არის სასეირნო ადგილი, ყველა აქ იყრის თავს. ჩვენ გვინდოდა ამ საკითხის განხილვა ამ პროექტის ავტორებთან, ლობისტებთან, ინიციატორებთან. გუბერნიამ განგვიცხადა, რომ იყო უკვე საჯარო პრეზენტაცია, თუმცა ეს ასე არ იყო - თავიანთი მიზანჯგუფი ჰყავდათ იქ. ასევე არაერთგზის მივმართეთ მერიას და საკრებულოს, თუმცა არ იყო შეხვედრაზე საუბარი“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარიკა თოდუამ. მისივე თქმით, აქციის დაანონსების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მალევე დაანონსდა სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებული საჯარო განხილვები. თოდუამ აქციაზე მყოფებს მოუწოდა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ განხილვებში. ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიის მიმდებარედ, იუსტიციის სახლის უკან სამშენებლო კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდულაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე 25 ნოემბერს ისაუბრა. როგორც ბურდულაძემ აღნიშნა, მას ამ საკითხზე ზუგდიდელების აზრი და შეფასებები აინტერესებს. მისი თქმით, სასტუმრო იქნება საერთაშორისო ბრენდის და ის ხელს არ შეუშლის დადიანების სასახლის ხედს. ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, ახალი სასტუმროს შესაძლო მშენებლობის კონცეფციის განხილვა 19 თებერვალს გაიმართება. ამავე ცნობით, საჯარო დისკუსია გუბერნიის შენობაში 13 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის ყინულის სასახლის შენობა პროტესტის ნიშნად მწვანე ლენ...
Radio Atinati
უნდა აშენდეს თუ არა სასტუმრო სკეიტ პარკში - საჯარო განხილვა...
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშია: ხვალ გადაწყდება წაართმევს თუ არა ზუგდიდს რეკრ...
Radio Atinati
ზუგდიდში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე შესაძლოა სასტუმრო აშენდეს
Radio Atinati
ალექსანდრე მოწერელია: ყველა პროექტის გადაწყვეტა საზოგადობასთ...
Radio Atinati
რას ფიქრობენ ზუგდიდელები ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშ...
Radio Atinati
ზუგდიდში ეთნოცენტრი გაიხსნა
Radio Atinati
"დია" - კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი ზუგდიდში
Radio Atinati