ზუგდიდში ეთნოცენტრი გაიხსნა
პროექტის "ეთნოცენტრი - ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა. ორგანიზატორების განმარტებით, პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს-უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა. გარდა ამისა, პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. "დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში გაეროს პროგრამის მხარდაჭერით ეთნოსივრცე გაიხსნა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს რეწვის ნიმუშების რეალიზების შესაძლებლობა ექნებათ. ამ სივრცეს აქვს ორმაგი ეფექტი, გარდა იმისა, რომ მეწარმეებს ექნებათ თავიანთი ნამუშევრების გაყიდვის შესაძლებლობა, ასევე, ჩვენს მუნიციპალიტეტში მოსულ ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა ზუგდიდიდან წაიღონ ადგილობრივი რეწვის ნიმუშები და სამახსოვრო ნივთები. ამდენად, ეს სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი რეწვისა და მეწარმეების ხელშეწყობის კუთხით, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ. იდეა, რომ ზუგდიდში არსებულიყო სივრცე, სადაც მეწარმეები საკუთარი პროდუქციის რეალიზებას შეძლებდნენ ადგილობრივ ოსტატებს ეკუთვნით. პროექტის განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიცირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ვლაქერნობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ყველა ბიუსტს სამოქალაქო აქტივისტებმა თვალზე წითელი...
Maestro Television
აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვერ დაგვაბრმავებთ - ზუგდიდში აქციის ძალის გამოყენებით დაშლა...
Radio Atinati
გაერთიანებული ოპოზიცია გადასატანი ყუთის მეშვეობით გაყალბების...
Radio Atinati
კომბინატის სპორტკომპლექსის გადასარჩენად
მაუწყებელი • Mautskebeli
ზუგდიდში კიბოს სკრინინგის თემაზე იმსჯელეს
Radio Atinati
დღეს ზუგდიდში...
odishitv