შეხვედრა პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ მონაწილეებთან
05/20/2016
culturegovge culturegovge-ის
მიერ
19 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ მონაწილე ნიჭიერ ხელოვანებს უმასპინძლა მარნეულიდან. ახალგაზრდები ასევე ესტუმრნენ მუზეუმებს, თეატრებსა და სასწავლო დაწესებულებებს და ადგილზე დაესწრნენ კულტურულ ღონისძიებებს.
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ 23 აპრილიდან - 17 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, უკვე მეორედ ხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობას, ახალგაზრდების ინფორმირებულობის და სახელოვნებო განათლების დონის ამაღლებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
პროექტი ითვალისწინებს კულტურული ღონისძიებების გამართვას როგორც მარნეულში, ასევე ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბოლნისში.
http://culture.gov.ge/