„მრავალეროვანი საქართველო" არჩევნებისთვის დამკვირვებლებს შეარჩევს

28.02.2014 01:25

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს"-ს წარმომადგენლებმა დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა, რომელთაგან ადგილობრივი არჩევნებისთვის დამკვირვებლები შეირჩევიან. მანამდე კი ისინი ერთთვიან მოსამზადებელ ტრენინგ-კურსს გაივლიან. დღესვე პროექტის პრეზენტაციაც მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს 5 რეგიონში დაესწრებიან. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1fOYlpE

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო