ვითარება ოკუპირებულ სოხუმში


პოლიტიკური კრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში. დე ფაქტო სასამართლოს მიერ ე.წ. კენჭისყრის შედეგების უკანონოდ გამოცხადების შემდეგ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი. 

აქციის მონაწილეები ასევე დე ფაქტო პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადადგმას ითხოვენ და სურთ, რომ მისი მოვალეობა ე.წ.-მა პარლამენტის თავმჯდომარემ შეასრულოს. ამასთან, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მოსახლეობისა და ოპოზიციის უკიდურესი წინააღმდეგობის მიუხედავად, განმეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბა ისევ მიიღებს მონაწილეობას. 

პარალელურად, აფხაზეთში შექმნილ ვითარებას ეცნობა და ე.წ. ოფიციალურ პირებს ხვდება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

გიორგი კობერიძე დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან