ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
რაულ ხაჯიმბა, ახალი, ე.წ. არჩევნების გამართვისთვის მზად არის - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, ხაჯიმბა, კენჭისყრის გამართვამდე, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. ამავდროულად კი, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი მზადაა ახალ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. გუშინ გვიან საღამოს, სოხუმში, ხაჯიმბას მომხრეები ფილარმონიაში შეიკრიბნენ, თუმცა საინტერესოა ის, რომ თავად ხაჯიმბა თანამოაზრეებთან შესახვედრად არ მისულა. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ განახლდა. 9 იანვარს, მათ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა მოახერხეს, რის შემდეგაც ე.წ. უზენაესმა სასამართლომ, ოპოზიციის ლიდერის, ალხაზ კვიცინიას სარჩელი - სექტემბერში ჩატარებული დე ფაქტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, დააკმაყოფილა. ამ დროისთვის დე ფაქტო ძალოვანი უწყებები, შეჭრის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებენ. ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაციის წევრები კი, ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ, თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყნების წარმომადგენლები, ამას ხაჯიმბას მომხრეები ვერ ამბობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
TV IMEDI
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster