დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში
დაძაბული ვითარება სოხუმში. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციური ძალები შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს, რომელშიც გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა. აქციის მონაწილეებმა შენობის მთავარ შესასვლელში კარი და ფანჯარა შეამტვრიეს. აქციას 500-მდე ადამიანი ესწრება. დღეს ე. წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო აფხაზეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცდილობს გაასაჩივროს არჩევნების შედეგი. დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ მან ე. წ. უზენაეს სასამართლოში სარჩელი 20 სექტემბერს შეიტანა. თუმცა, სარჩელი უარყვეს, რის შემდეგაც კვიცინიამ საკასაციო სარჩელი უზენაეს სასამართლოში წარადგინა. დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. მეორე ტურის შედეგის მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55%- ით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არეულობა და დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში
Ajara TV
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 12 მარტი, 20...
#მოამბე 21 საათზე, 28 სექტემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ბიჭვინთის აგარაკებზე | რუსეთის საპროტესტო ნოტა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„სიკვდილის მატჩი“ - რატომ დახვრიტეს უკრაინელი ფეხბურთელები?...
პირველი არხი სპორტი
საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster