სოხუმში ასლან ბჟანიას მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ
სოხუმში ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. ისინი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერიან ბგანბას გადადგომასთან ერთად, ეგრეთ წოდებული ძალოვანი მინისტრების, რაიონული ხელმძღვანელებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გადადგომასაც მოითხოვენ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება საკმაოდ დაძაბულია, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. საპასუხო აქციებს მართავენ კიდევ ერთი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ადგურ არძინბას მომხრეებიც. შეგახსენებთ, რომ ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ ასლან ბჟანია მწვავე ინტოქსიკაციის გამო, კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს უნდა გაიმართოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 10 საათზე, 4 მარტი, 2020 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 22 მარტს ჩატარდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან გადადგა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფხაზთა კარის თამაშები: ბჟანია მოწამლეს?
ამერიკის ხმა
საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Через несколько "Если..." / After a few "If..." / რამდენიმე...
ფაქტფრონტი / FactFront / ФактФронт
დე ფაქტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster