ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაიწყო
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო მუხტი იზრდება. ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქციები დაიწყო. ე.წ. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა წელიწადნახევრის წინ არჩეული ასლან ბჟანიას წასვლასთან ერთად მისი უფლებამოსილების შეზღუდვა და ე.წ. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაც არის. ქუჩაში გასული დემონსტრანტების აზრით, ე.წ. მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების უფლება მომავალში ე.წ. პარლამენტს უნდა ჰქონდეს. „აფხაზეთის გაყიდვას არ დავუშვებთ“, - ამ ლოზუნგით მიმდინარე აქციის მონაწილეები ე.წ. მთავრობას საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და რეგიონში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან ერთად რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგიონის ქონების მასობრივად შესყიდვას აპროტესტებენ. 2020 წლის მარტში ე.წ. ვადამდელი არჩევნების გზით არჩეული ბჟანია ე.წ. ოპოზიციას მოლაპარაკებებს სთავაზობს და რუსეთის დახმარებით პრობლემების მოგვარებასაც ჰპირდება. გუშინდელი აქციის დაშლის და უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ე.წ. პარლამენტში ბჟანიას იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაც არ გამოირიცხება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქციები ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს თბილისში ეხმაურე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გალში მცხოვრებლებს ენგურის ხიდის გადაკვეთა აფხაზეთის მიმართუ...
Radio Atinati
სოხუმში ასლან ბჟანიას მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს განაგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster