რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან გადადგა
ოთხდღიანი საპროტესტო აქციების შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან გადადგა. დე ფაქტო პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადებას ფორმალურად დღეს განიხილავს. ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილე რამდენიმე ასეული მოქალაქე კი ხაჯიმბას გადადგომას ოვაციებით შეხვდა. სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი, რომელმაც ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ხაჯიმბამ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. თუმცა, გადადგომამდე, დღის განმავლობაში ოპოზიციური ბლოკის ლიდერს ასლან ბჟანიას შეხვდა, რომელმაც დე ფაქტო პრეზიდენტს პოსტის დატოვება მოსთხოვა. აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან ითხოვდნენ. პარასკევს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სექტემბერში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, გააუქმა და ვადამდელი არჩევნები 22 მარტს დანიშნა. ე.წ პრეზიდენტის მოვალეობას, სავარაუდოდ, ვალერი ბგანბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი შეასრულებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 12 საათზე, 13 იანვარი 2020 #LIVE
პირველი არხი - LIVE
არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რაულ ხაჯიმბას შეხვედრა ოპოზიციასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რაულ ხაჯიმბა გადადგა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ...
Ajara TV
აფხაზი სეპარატისტების ლიდერი სოხუმიდან გააძევეს
ამერიკის ხმა
რაულ ხაჯიმბა გალის რაიონის მცხოვრებლების პასპორტიზაციის საკი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რაულ ხაჯიმბა "ენგურჰესს" თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკუთ...
makho Basy