ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 22 მარტს ჩატარდება

12.01.2020 01:47

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება, დე ფაქტო საარჩევნო კომისიამ, ცოტა ხის წინ, სპეციალურ სხდომაზე მიიღო. კომისიის შენობის წინ, ამ დრომდე არიან შეკრებილები „ამცახარას“ ლიდერები და მომხრეები. ე.წ. არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ, ასლან ბჟანიამ  მხარდამჭერებს  მადლობა გადაუხადა და სთხოვა, რომ ჯერ-ჯერობით არ დაიშალონ. როგორც ცნობილია,  ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისათვის მზად არის რაულ ხაჯიმბაც.  გუშინ გვიან საღამოს, ოკუპირებულ სოხუმში,  ხაჯიმბას მომხრეები ფილარმონიაში შეიკრიბნენ, თავად ხაჯიმბა თანამოაზრეებთან შესახვედრად არ მისულა. ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, მათ შორის  უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეც,  რომელიც უკვე შეხვდა ხაჯიმბას. როგოც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე  ოპოზიციასთან შესაძლო დიალოგის საკითხიც განიხილეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში
00:49

არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს თბილისში ეხმაურებიან
01:15

ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს თბილისში ეხმაურე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სოხუმში ასლან ბჟანიას მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ
01:16

სოხუმში ასლან ბჟანიას მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს განაგ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოკუპირებულ აფხაზეთში, 22 ოლქში ე.წ არჩევნების მეორე ტური 26 მარტს გაიმართება
03:25

ოკუპირებულ აფხაზეთში, 22 ოლქში ე.წ არჩევნების მეორე ტური 26...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
01:47

ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან გადადგა
01:21

რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან გადადგა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კარლ ჰარცელის განცხადება
00:54

კარლ ჰარცელის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ე.წ. არჩევნები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში
00:44

ე.წ. არჩევნები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო