საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების დამატებითი განთავსების საკითხს ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტი კომენტარს ავრცელებს: „შეშფოთებას გამოთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ. მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია“- აღნიშნულია კომენტარში. შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 12 პუნქტიანი პოზიცია “უკ...
Euronews Georgia
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება - რუსეთის პოზიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიზიტი დათქმებით - თბილისის პოზიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონკურსი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პო...
msy georgia
ექსპერტები ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდს აფასებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით გარეჯის საქმე - გამოკითხვა პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster