რუსეთის საგარეო უწყების განცხადება და გამოხმაურება

06.08.2021 07:23

აგვისტოს ომიდან 13 წლის თავზე, რუსეთის პოზიცია უცვლელია. კრემლში აცხადებენ, რომ „რუსეთმა გადაარჩინა სამხრეთ ოსეთის ხალხი განადგურებისგან ქართული ინტერვენციის შეჩერებით“ და უზრუნველყო „სამხრეთ ოსეთისა და ასევე აფხაზეთის მოქალაქეების უსაფრთხოება“. რუსეთი სამხედრო აგრესიაში ისევ საქართველოს ადანაშაულებს და ოფიციალურ თბილისს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ოსეთთან დიალოგის დამყარებისკენ მოუწოდებს. აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სპეციალურ ბრიფინგზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივაზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციამდე რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას გამორიცხავს ოფიციალური თბილისი. საქართველოს საგარეო უწყებაში განცხადებას ცინიკურს უწოდებენ და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო