რუსეთის საგარეო უწყების განცხადება
რუსეთის მორიგი პროვოკაციული განცხადება. ქვეყნის საგარეო უწყების მიერ, ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერია: „რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსული მხარე გამოდის შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს სოხუმსა და ცხინვალს“ - წერია განცხადებაში. მასში ასვე ნათქვამია: „აუცილებელია ერთი მხრიდან საქართველოს, მხოლოდ მეორე მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერისთვის მუშაობაზე ფოკუსირება. აღნიშნული ამოცანის იმპერატიულობა იზრდება ნატო-ში თბილისის ჩათრევისკენ მიმართული დასავლეთის აქტიური ძალისხმევის ფონზე, რაზეც მეტყველებს უშუალოდ ქართულ ტერიტორიაზე რეგულარული სამხედრო წვრთნები.“– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ამასთანავე, რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს: „კონფრონტაციული პოზიციის დაკავებითა და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, რომლებშიც არ მონაწილეობენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ტენდენციური დოკუმენტების გატანით, ქართული მხარე თავად ბლოკავს ჟენევის პლატფორმაზე გარკვეული საკითხების განხილვას. საუბარია, უპირველეს ყოვლისა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეალობას მოწყვეტილ რეზოლუციაზე, რომელსაც თბილისი ყოველწლიურად წარადგენს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განსახილველად“, - ნათქვამია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება - გამოხმაურებები
TV IMEDI
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება - გამოხმაურებები
TV IMEDI