თბილისში სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურებიან
რა რეაგირება ექნება რუსეთს ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატოში საქართველოს მიღების შემდეგ რუსეთი ომს არ დაიწყებს, თუმცა ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდება. გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა 2008 წლის ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ინტერვიუში ლავროვმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება სწორი იქნება. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ რუსეთს 2019 წლის ზაფხულში უკვე მზად ჰქონდა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება, თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვამ ეს პროცესი „უკან წაწია“. სერგეი ლავროვის განცხადებას გამოხმაურება მოყვა საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიცია მმართველ გუნდს რუსეთის მიმართ ლოიალურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სწორედ უსაფრთხოებისთვის სჭირდება, თუმცა ხელისუფლება ამ მიმართულებით სათანადოდ არ მუშაობს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ლავროვის ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა აქვს და სამშვიდობო პოლიტიკა სწორად მუშაობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დმიტრო კულებას პასუხი სერგეი ლავროვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში სერგეი ლავროვის განცხადებას აფასებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სერგეი ლავროვის განცხადება - შეფასებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სერგეი ლავროვის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სერგეი ლავროვის განცხადება და თბილისის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster