სერგეი ლავროვის განცხადება და თბილისის პასუხი


მოსკოვის კიდევ ერთი პროვოკაციული გზავნილი. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობიდან 11 წლისთავზე, რუსეთის პირველი დიპლომატი, აფხაზეთის აღიარების პროცესის საერთაშორისო მხარდაჭერას პროგნოზირებს. სერგეი ლავროვი ხაზს უსვამს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შედგა, რის გამოც, მისი აღიარება შეუქცევადი იქნება.

საგარეო საქმეთა მინისტრის რიტორიკა რეალობას მკვეთრად აცდენილია. საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის 26 აგვისტოს კრემლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დღემდე გმობს და მოსკოვს მისი უკან წაღებისკენ მუდმივად მოუწოდებს. მეტიც: კრემლის მიერ კონტროლირებად რეჟიმებს შორის, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა სცნეს, რამდენიმემ აღიარება უკან წაიღო. გაფრთხილება, მუქარა თუ უბრალოდ პროვოკაცია – მარიამ მენაბდემ მოისმინა რეაქციები, რომლებიც მოსკოვის ახალ გზავნილს თბილისში მოჰყვა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან