ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

13.01.2020 06:33

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებმა ე. წ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობა გაათავისუფლეს. ამის შესახებ პირველ არხს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ახრა ავიძბამ განუცხადა. ამ დროისთვის ოკუპირებულ სოხუმში სიმშვიდეა. როგორც ცნობილია, უკვე ყოფილი დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, თანამდებობის დატოვებამდე ოპოზიციის წევრებს შეხვდა, აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სოხუმში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, ვლადისლავ სურკოვიც. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: