მედია და საზოგადოების პოლარიზაცია

07/30/2021
Zaza Tsotniashvili-ის მიერ

მედია და საზოგადოების პოლარიზაცია
საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მეუფე ნიკოლოზთან და მამა ანდრია ჯაღმაიძესთან ერთად
#ჩემიკომენტარი #ფიქრი
- საინფორმაციო ომი მიმდინარეობს საზოგადოებაზე გავლენის მიზნით;
- უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ის არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად;
- პროპაგანდა იწვევს ქაოსს - თუ რუსული მედიის და ქართული მედიის საქმიანობა თანაბარ შედეგს იწვევს, მაშინ ორივე საინფორმაციო წყარო ერთნაირად საშიშია სტაბილური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის;
- დემოკრატიული ღირებულებები მნიშვნელოვანია, ის უნდა ეფუძნებოდეს ტრადიციულ ღირებულებებს, ხელს უნდა უწყობდეს გამჭვირვალე საზოგადოებრივ ცხოვრებას, სადაც მედია დიდ როლს თამაშობს, მაგრამ თავისუფალი სიტყვა და მანიპულაცია უნდა გაიმიჯნოს;
- პიროვნების თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება, ეს კულტურა ჩვენთან ჩამოყალიბების პროცესშია;
- საზოგადოების მედიაწიგნიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის გარეშეც ნებისმიერ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებას საკუთარი პოლიტიკურად მოტივირებული შეხედულებების გასავრცელებლად \"კომფორტული პირობები\" ექნება.
TV \"ერთსულოვნება\", 21:05, 2021.07.29
#კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна
#ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili
#საინფორმაციოომებიდასაზოგადოება

ვიდეოები „Zaza Tsotniashvili"-ისგან