ზაზა ცოტნიაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიის მედია ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
3 დეკემბერს გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე - ,,კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა ზაზა ცოტნიაშვილმა, ჩვენი სამეცნიერო წრეებისთვისა და საზოგადოებისთვის აქტუალური კვლევა წარადგინა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, კონფერენცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო და საგანმანათლებლო ინსტიტუციების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. ზაზა ცოტნიაშვილმა თავის მოხსენებაში: ,,ოკუპირებული ტერიტორიის მედია ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, - საინფორმაციო და ჰიბრიდულ ომზე ისაუბრა. მისი კვლევის შედეგების თანახმად, საინფორმაციო იარაღი უხილავია და ის უხმაუროდ აყალბებს ისტორიულ მემკვიდრეობას, იწვევს საზოგადოების პოლარიზებას. პროფესორ - ზაზა ცოტნიაშვილის გამოსვლის მთავარი რეკომენდაციები გახლავთ: • კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი ციფრული პლატფორმის შექმნა; • ინფორმირებული მოსახლეობა; • სოლიდარობა საინფორმაციო ომში; • სახელმწიფო პოლიტიკის გააქტიურება საინფორმაციო ომში თავდაცვისათვის; • საზოგადოების კონსოლიდაცია სახელმწიფოს ინტერესების გარშემო. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ცნობილ მკვლევართა ნააზრევის გაზიარება დარგის სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისთვის, მათ დასაცავად საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება და სამომავლო მიზნების დასახვა. #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна #განათლებისსახლი #TheHouseofEducation #განათლებაინფო #EduiNfo #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili #საინფორმაციოომებიდასაზოგადოება
Zaza Tsotniashvili-ის სხვა ვიდეოები
გადაცემა "ჩვენი დრო\
08:13
2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინ...
04:54
რიჩარდ პიმენტალი - გააღვივეთ ადამიანებში რწმენა, თ...
20:25
პრობლემები განათლების სისტემაში
01:00
საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება
04:45
მორიგი კიბერ შეტევა ქართულ მედიასაშაუალებებზე
02:05
განათლება და საქართველოს მომავალი
მსგავსი ვიდეოები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ რეფერენდუმისთვის ემზადები...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაზა ცოტნიაშვილი — კულტურული მემკვიდრეობა და კონფლიქტი...
ჩუბინაშვილის ცენტრი - Chubinashvili Centre
ზაზა ცოტნიაშვილი - რუსული პროპაგანდა და ოკუპაცია
Zaza Tsotniashvili
საინფორმაციო ომი და კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ ტერიტო...
Zaza Tsotniashvili
ერთმორწმუნე რუსეთის ჰიბრიდული იარაღი საქართველოს ერთიანობის...
Zaza Tsotniashvili
ზაზა ცოტნიაშვილი: ოკუპაცია და მისი მძიმე შედეგები
Zaza Tsotniashvili
ზაზა ცოტნიაშვილი, განათლების ეფექტი (ფრაგმენტი)
განათლების სახლი
ზაზა ცოტნიაშვილი ერედვი შაბათის კურიერი 30 09 2017 mp4
Zaza Tsotniashvili