ერთმორწმუნე რუსეთის ჰიბრიდული იარაღი საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ - ეკლესია?!

23.05.2021 02:34

ერთმორწმუნე რუსეთის ჰიბრიდული იარაღი საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ - ეკლესია?! სირიის ლიდერმა ბაშარ ალ-ასადმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მეორედ უმასპინძლა. ეს უკანასკნელი დამასკოში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი TU-154M-ით ჩაფრინდა. ვიზიტის "განსაკუთრებულობა" განაპირობა სეპარატისტების წარმომადგენლისა და ანტიოქიის (სირიის) პატრიარქის იოანე X-ეს "თბილმა" შეხვედრამ. იოანე X: „ჩვენ ვადევნებთ თვალს თქვენს ვიზიტს (სირიაში), თქვენს შეხვედრას პრეზიდენტ ბაშარ ასადთან. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა. თქვენს სახელმწიფოს, ეკლესიასა და მთელ აფხაზ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სიხარულსა და ყველაფერ საუკეთესოს. მზად ვართ, თქვენს ქვეყანას აღმოვუჩინოთ ნებისმიერი სახის დახმარება, რაც თქვენ დაგჭირდებათ ქრისტიანული და საეკლესიო ხაზით.“ ციტატიდან იკვეთება რუსეთთან შეთანხმებული საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მზაკვრული გეგმები. კანონიკურად ქრისტიანული სამყარო აფხაზეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში აღიარებს, ფორმალურად - რუსეთიც. ჩანს, რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ეკლესიის აქტიურ ჩართულობას. ერთობ სახიფათოდ გამოიყურება რუსული ეკლესიის მძლავრი გავლენის ქვეშ მყოფი ანტიოქიის საპატრიარქოს ასეთი მხურვალე მხარდაჭერა სეპარატისტული საეკლესიო სივრცისადმი, რაც რეალურად ქართული ეკლესიისგან მის დაშორებას კიდევ უფრო გააღრმავებს. ქართულ სახელმწიფოს, ეკლესიას, საზოგადოებას მართებთ არსებული მძიმე რეალობის სიღრმისეული გააზრება და გონივრული მოქმედება. ასევე იხილეთ:    • საზოგადოების ინფორმაციით მანიპულაცია   #კონფლიქტი #დეზინფორმაცია #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili #საინფორმაციოომებიდასაზოგადოება

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მამათმავლური პროსტიტუცია \"ერთმორწმუნე\" რუსეთის ჯარში
08:00

მამათმავლური პროსტიტუცია "ერთმორწმუნე" რუსეთის ჯარში

შემეცნებითი ბლოგი

„რუსეთის მიზანია ჩვენი სოფლების დაცარიელება,“ — დავით კაჭარავა
07:38

„რუსეთის მიზანია ჩვენი სოფლების დაცარიელება,“ — დავით კაჭარა...

Formula News

,,კვლავაც ერთმორწმუნე მეზობელი\"-ლევან ლომიძე, ნინი თვარაძე
53:22

,,კვლავაც ერთმორწმუნე მეზობელი"-ლევან ლომიძე, ნინი თვარაძე

თ.ფაფერაშვილის სატელევიზიო-შემოქმედებითი სახელოსნო

სენსაციური ინფორმაცია, რუსეთის გეგმა თანამედროვე საქართველოს დაპყრობის შესახებ
11:10

სენსაციური ინფორმაცია, რუსეთის გეგმა თანამედროვე საქართველოს...

ჯი-ელ-სი ჯგუფი / GLC group

ლევან ვასაძე: საქართველო რუსეთმა გააერთიანა
00:10

ლევან ვასაძე: საქართველო რუსეთმა გააერთიანა

შემეცნებითი ბლოგი

ერთმორწმუნე რუსეთი: პატრიარქი კირილი ოსებს დაკოუკიდებლობას ულოცავს
00:29

ერთმორწმუნე რუსეთი: პატრიარქი კირილი ოსებს დაკოუკიდებლობას უ...

Just Roman

ერთმორწმუნე რუსეთი თუ დასავლეთი? ცხარე დებატები
38:18

ერთმორწმუნე რუსეთი თუ დასავლეთი? ცხარე დებატები

TV Pirveli

ერთმორწმუნე რუსეთი
27:55

ერთმორწმუნე რუსეთი

netgazeti ge

ყველა ვიდეო