კიბერ თავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კიბერ თავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-ის საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევა განხორციელდა! გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული კიბერშეტევის უკან სავარაუდოდ, კიბერკრიმინალური დაჯგუფება DarkSide-ი დგას. მისი ქმედებები მიმართულია არარუსულენოვანი ქვეყნების წინააღმდეგ. ეს დაჯგუფება ფულის გამოძალვითაა დაკავებული და თავს არიდებს სამიზნეებს ყოფილ საბჭოთა კავშირში. ჰაკერებმა Colonial Pipeline-ის (კომპანიას ს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხმარებული საწვავის 45 პროცენტამდე გადააქვს) ქსელში შეაღწიეს და თითქმის 100 გბ მონაცემები „მძევლად აიყვანეს.” ისინი სწორედ ამ მონაცემების დაბრუნებაში/განბლოკვაში ითხოვენ 2 მილიონ დოლარს დაჩქარებული წესით, რომელიც 4 მილიონი გახდება, თუ დაგვიანდა ანგარიშსწორება. ბიტკოინის კურსიც იქვეა მითითებული, რადგან ბლოკჩეინის დიდ დადებითთან ერთად, ჩანს უარყოფითი მხარეც - კრიმინალური ფულადი რესურსების გაკონტროლება გადარიცხვის ამ სისტემაში ჯერჯერობით შეუძლებელია. აშშ-ის მთავრობამ კიბერ თავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სავარაუდოდ, აშშ-ში საწვავის ფასები 3%-ით მოიმატებს, მაგრამ თუ არსებული მდგომარეობა კიდევ გაგრძელდება და მილსადენის ფუნქციის აღდგენა ვერ მოხდება, ნავთობპროდუქტებზე ფასები კიდევ გაიზრდება, რაც გავლენას მოახდენს სხვა სფეროებზეც. როცა ასეთი მძლავრ კომპანიაზე შესაძლებელია კიბერ შეტევა მძიმე შედეგებით, წარმოიდგინეთ რა მოწყვლადია ჩვენი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების კიბერ სისტემები?! სავარაუდოდ, ასეთი შეტევების საფრთხე სულ უფრო გაიზრდება ყველა მიმართულებით, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველომ უნდა გააძლიეროს კიბერუსაფრთხოების და კიბერთავადაცვის მექანიზმები. ასევე იხილეთ: • აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების საოცა... #კიბერომი #კიბერკრიმინალი #კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili #საინფორმაციოომებიდასაზოგადოება
Zaza Tsotniashvili-ის სხვა ვიდეოები
გადაცემა "ჩვენი დრო\
08:13
2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინ...
04:54
რიჩარდ პიმენტალი - გააღვივეთ ადამიანებში რწმენა, თ...
20:25
პრობლემები განათლების სისტემაში
01:00
საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება
04:45
მორიგი კიბერ შეტევა ქართულ მედიასაშაუალებებზე
07:22
ზაზა ცოტნიაშვილი: ოკუპაცია და მისი მძიმე შედეგები
02:05
განათლება და საქართველოს მომავალი
მსგავსი ვიდეოები
ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?!
Zaza Tsotniashvili
კომპანია JBS-ზე რუსულმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა REvil-მა ჰა...
Zaza Tsotniashvili
რუსეთის კიბერშეტევა საქართველოზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ექვს პირს ბრალი წარუდგინა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავიაკომპანია „ლოტზე“ კიბერთავდასხმის გამო, ვარშავის აეროპორტ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მორიგი კიბერთავდასხმა ტელეკომპანიებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკა კიბერ-თავდასხმაზე საპასუხო ზომებს ამზადებს
ამერიკის ხმა