ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?!
ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?! საერთაშორისო კიბერკრიმინალმა მიზანს მიაღწია - მას გადაუხადეს! რამდენიმე კვირის წინ FBI აცხადებდა, რომ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერკრიმინალური დაჯგუფება REvil-ი დგას. ფედერალური ბიურო ყველაფერს აკეთებს, რომ დასაბუთებულად გამოავლინოს თავდამსხმელები და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. დღეს გახდა ცნობილი, რომ JBS-მა 11 მილიონი დოლარის ოდენობის ბიტკოინი გადაურიცხა კიბერთავდამსხმელებს კომპანიის პარალიზებული მდგომარეობიდან სწრაფად გამოყვანის მიზნით. "ძალიან მტკივნეული იყო დამნაშავეებისთვის თანხის გადახდა, მაგრამ ეს გავაკეთეთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებთ," - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა (კიბერკრიმინალური დაჯგუფება DarkSide-ი) Colonial Pipeline-ის „მძევლად აყვანილი” 100 გბ მონაცემების სანაცვლოდ 4,4 დოლარის კრიპტოვალუტა მიიღეს. კომპანიის ხელმძღვანელი ამ მძიმე ნაბიჯს, მოცემულ ვითარებაში, ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმედ მიიჩნევს. ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?! ფაქტია, რომ თანამედროვე საერთაშორისო საინფორმაციო ტექნოლოგიური დანაშაული ახალ "სიმაღლეზე" ადის. კიბერკრიმინალთამიერ თანხის გამოძალვა ძალიან ცუდი პრეცედენტია, ის ნამდვილად წაახალისებს დანაშაულს და შესაბამის დაჯგუფებებს უბიძგებს ახალი "წარმატებებისკენ". ასეთი ფაქტი გამოიწვევს კვალიფიციური კიბერსპეციალისტებს კრიმინალთა რიგებში გადანაცვლებას. ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფოდ უნდა მოხდეს გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. საერთაშორისო კიბერკრიმინალის მაღალი საფრთხის მანიშნებელია ბაიდენისა და პუტინის დაგეგმილ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხის განხილვაც. ასევე იხილეთ: 1 - • კომპანია JBS-ზე რუსულმა კიბერკრიმინალ... 2 - • კიბერ თავდასხმის გამო საგანგებო მდგომ... #კიბერომი #კიბერკრიმინალი #კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili #საინფორმაციოომებიდასაზოგადოება
Zaza Tsotniashvili-ის სხვა ვიდეოები
გადაცემა "ჩვენი დრო\
08:13
2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინ...
04:54
რიჩარდ პიმენტალი - გააღვივეთ ადამიანებში რწმენა, თ...
20:25
პრობლემები განათლების სისტემაში
01:00
საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება
04:45
მორიგი კიბერ შეტევა ქართულ მედიასაშაუალებებზე
07:22
ზაზა ცოტნიაშვილი: ოკუპაცია და მისი მძიმე შედეგები
02:05
განათლება და საქართველოს მომავალი
მსგავსი ვიდეოები
ტიკტოკ ედითების გათამაშება #1 ლაივ ივენთის სეზონი 2# საპრიზო...
GI2GI
ტიკტოკ ედითების გათამაშება #2 ლაივ ივენთის სეზონი 2# საპრიზო...
GI2GI
EU Ambassador Carl Hartzell answering public questions (Geor...
European Union in Georgia
ვინ იქნება შემდეგი?
shota pheradze
ვინ იქნება შემდეგი? - Resident Evil Village
Black Shadow
სათქმელი
Ajara TV
მიშას ცოლები / მთავარია ვინ იქნება შემდეგი?! / #სამნი \u002...
Temur Charelashvili
#SpeedArt TemurGvaradze Abstract Wallpaper..ვინ იქნება შემდე...
Jamatashvili