იოსებ უნშლიხტი - დეზინფორმაციის მამა
დღეს ყბადაღებული \"ყალბი ამბები\", დეზინფორმაცია, მანიპულაცია ჰიბრიდულ ომში ჩვენს საზოგადოებას დიდ საფრთხეს უქმნის.
პირველად ტერმინი დეზინფორმაცია, როგორც ტაქტიკური იარაღი, 1923 წელს გამოიყენეს, როდესაც НКВД (Народный комиссариат внутренних дел)-სთან არსებული ГПУ (Главное политическое управление )-ს თავმჯდომარის მოადგილის იოსებ უნშლიხტის ინიციატივით შეიქმნა დეზინფორმაციის სპეციალური განყოფილება სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად.
მას შემდეგ სიყალბის გავრცელება, სიყალბეში ცხოვრება საბჭოთა ყოფიერების აქტიურ ნაწილად იქცა, აქედან უნდა იყოს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოების მიდრეკილება ჭორების გავრცელების და მათში სხვების დარწმუნების მავნე ჩვევისადმი, საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად.
მანკიერ ჩვევად იქცა რეალური ვითარების არაადეკვატურად აღქმა, რაც ტრადიციულად ასეთი ცხოვრების წესის გამო მარადიულ ურწმუნოებას იწვევს. საზოგადოების პოლარიზაცია, ერთმანეთისადმი უნდობლობა სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს.
იოსებ უნშლიხტის კისერზეცაა ჩვენი საზოგადოების მიდრეკილება, იყოს აქტიური გადაუმოწმებელი, ჭორად გაგონილი ამბების გავრცელებაში.
რუსული საბჭოეთის სათავეებთან მდგომი იოსებ უნშლიხტი, მისივე მეთოდებით შექმნილმა სისტემამ მტრად გამოაცხადა, პოლონეთის დაზვერვასთან თანამშრომლობა დასდეს ბრალად.
რუსული დეზინფორმაციის მამას თავის მართლება არც უცდია, რადგან კარგად იცოდა მისივე მონაწილეობით შექმნილი სადამსჯელო სისტემის ბუნება. უმაღლესი საბჭოთა თანამდებობებით განებივრებული იოსებ უნშლიხტი დახვრიტეს 1938 წლის 29 ივნისს.
ასეთი მრავალწლიანი ტრადიციების დეზინფორმაციის მანქანა დღესაც აქტიურად მუშაობს ჩვენი ეროვნული ერთიანობის წინააღმდეგ. საზოგადოებამ, სახელმწიფომ, საგანმანათლებლო სექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გავუმკლავდეთ მძლავარ დეზინფორმაციას და გადავარჩინოთ ჩვენი ერთიანობა და დამოუკიდებლობა.
ვიდეოში ჩანს სსრკ-ს მაღალი რანგის ჩინოვნიკთა საქმიანობა 1919-29 წლებში, კადრებში შეხვდებით: უინშლიხტს, მუკლევიჩს, ტროცკის, ვოროშილოვს, სტალინს, რიკოვს, ორჯონიკიძეს, კალინინს, კამენევს, ზინოვიევს და სხვებს.
ასევე იხილეთ: • 2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ...
#კონფლიქტი #დეზინფორმაცია #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна
#ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili
#საინფორმაციოომებიდასაზოგადოება