საპროტესტო აქციები - პოლიტიკური პოზიციები
05/03/2024
აქციების პარალელურად გადაკეტილი ქუჩები. „ქართული ოცნების“ კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით დემონსტრანტები პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.
აქციების გარდა დემონსტრანტები ხელისუფლებაზე ზეწოლას საგზაო მოძრაობის პარალიზებით ცდილობენ. დილამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერდა გმირთა მოედანზე. დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო კვანძი საათების განმავლობაში ყველა მიმართულებით პარალიზებული იყო. მოხდა რამდენიმე დაპირისპირება. დააკავეს 23 ადამიანი. სცდება თუ არა თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის ფარგლებს - მმართველი გუნდი აქციებს ძალადობრივად აცხადებს, სამართალდამცავებს კი ფიზიკური თავდასხმების და ძალადობის სამიზნეებად მიიჩნევს. ხელისუფლებას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში სდებს ბრალს ოპოზიცია. აქციებზე, რომლებმაც დედაქალაქი უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტის ინიცირებისთანავე მოიცვა, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას პოლიტიკოსებთან ერთად მესამე სექტორის და უცხოური დონორი ორგანიზაციების ნაწილსაც აკისრებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.