#მოამბე 21 საათზე, 13 მაისი, 2024 #LIVE

13.05.2024

• პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი - ხელისუფლების პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიის შეკითხვები და მთავრობის მეთაურის გზავნილები • საპროტესტო აქციები, სამართალდამცველებთან დაპირისპირება პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების მცდელობისას და დაკავებული პირები, რომელთა შორის აშშ-ის და რუსეთის მოქალაქეებიც არიან - აქციის ორგანიზატორებისა და დასავლელი მოკავშირეების სტრატეგია და გეგმები • პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით აქციის ფონზე მიიღო - სხდომაზე დაგვიანებით მისული ოპოზიცია უმრავლესობას პროცედურის დარღვევაში ადანაშაულებს; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მიზანმიმართულად დაგვიანების მიზანი საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება იყო • ხელისუფლება სადავო კანონპროექტზე ვეტოს დადების შემთხვევაში პრეზიდენტისგან მოტივირებულ შენიშვნებს ელის და შინაარსობრივ ცვლილებებს არ გამორიცხავს, სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ თამაშში არ შევა; მმართველი გუნდი ოპოზიციას და საერთაშორისო პარტნიორებს პოლიტიკური შეფასებების ნაცვლად კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნების წარმოდგენისკენ მოუწოდებს - მოსალოდნელი ვეტო და პოლიტიკური პოზიციები ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: