ევროკავშირი მოლდოვას უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარება

05.03.2023 00:52

ევროკავშირი მოლდოვას უსაფრთხოების სტრუქტურების გაძლიერებაში დაეხმარება, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მოლდოვაში ზაფხულის დასაწყისში გაემგზავრება სამოქალაქო მისია, რომელშიც იქნებიან იუსტიციის, პოლიციისა და საბაჟოს წარმომადგენლები. ასევე, ევროკავშირი მოლდოვაში გააგზავნის ექსპერტებს, რომლებიც კიშინიოვს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყებები უკვე მუშაობენ კრიზისული კონცეფციის მენეჯმენტზე, რომელიც მარტში იქნება მზად. ამ დოკუმენტში იქნება გაწერილი ევროკავშირის საკონსულტაციო მისიაში შემავალი ექსპერტების რაოდენობა, მანდატი და პროფილი. ეს კონცეფცია ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. მისიის მოლდოვაში გაგზავნის მთავარი მხარდამჭერები არიან გერმანია, რუმინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, შვედეთი, დანია, ჩეხეთი და პორტუგალია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დებატები ევროპული უსაფრთხოების გამოწვევებზე
04:52

დებატები ევროპული უსაფრთხოების გამოწვევებზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვიშეგრადის ქვეყნები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ
00:50

ვიშეგრადის ქვეყნები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მტკიცე მხარდაჭ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირი მოლდოვას სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს
03:06

ევროკავშირი მოლდოვას სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ელჩების განცხადება
01:33

ელჩების განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპარლამენტის განცხადება
01:17

ევროპარლამენტის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შალვა პაპუაშვილის მიმართვა ევროპარლამენტის პრეზიდენტს
02:26

შალვა პაპუაშვილის მიმართვა ევროპარლამენტის პრეზიდენტს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე - “აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება”
05:05

გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე - “აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშ...

Georgian Government

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
02:31

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო