ევროპარლამენტის განცხადება
ევროპარლამენტის კომიტეტის წევრებმა მოლდოვასთან და საქართველოსთან ორი წლის წინ ამოქმედებული ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულება შეაჯამეს. „საქართველოს აქვს მკაფიო მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ევროპულ დღის წესრიგზე პარტიებს შორის კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანია. ასოცირების შეთანხმების შესრულება კარგად მიდის. ჩვენ ასევე ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას უვიზო რეჟიმთან და ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხზე დიალოგთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია, რომელზეც საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს, მათ შორის, დასაქმებულთა უფლებები, ეკონომიკური ემიგრაცია, მაღალი დონის კორუფცია, სამართალდამცველების მხრიდან დარღვევები, გენდერული თანასწორობა და ბავშვთა უფლებები. ევროკავშირი და ევროპარლამენტი შეინარჩუნებს ჩართულობას და მხარდაჭერას საქართველოს მიმართ მის ამბიციურ გზაზე“, – განაცხადა მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეს მამიკინსმა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 43 ხმით, შვიდის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას. რაც შეეხება მოლდოვას, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ მოლდოვა დემოკრატიულ სტანდარტებსა და კანონის უზენაესობის მხრივ უკუსვლას განიცდის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეფასებები ევროპარლამენტის განცხადებაზე
TV IMEDI
"დღის ქრინიკის" სტუმარია ალექსანდრე მიშველიძე
TV IMEDI
არის თუ არა რეალური დაბრკოლება ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქა...
TV IMEDI
განცხადება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშ...
Giorgi Vashadze - Strategy Aghmashenebeli
ევროპარლამენტარების წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ანა ფოტიგას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ზალკალიანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster