ევროპარლამენტარების წერილი

22.01.2022 03:26

საქართველოში გაუქმებული ვიზიტის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორები ავრცელებენ. განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები - ვიოლა ფონ კრამონი, მარინა კალიურანდი და მირიამ ლექსმანი. „როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ 21-22 იანვარს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება, რადგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო ჩართულობისთვის. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების გაცნობას. ამ დიალოგის ამოცანაა პარტიათა შორის დიალოგის განვითარება, რათა უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურა და ნდობა ჩამოყალიბდეს. ჟან მონეს დიალოგი გახლავთ მედიაციის გამოცდილი და მოქნილი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ინტერესებისა და პოზიციების გათვალისწინება. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად საჭირო პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული. - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში. ჩაშლილ ვიზიტს პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ევროპარლამენტარების წერილი
04:00

ევროპარლამენტარების წერილი

პოლიტიკური პორტალი

ევროპარლამენტარების წერილი
00:48

ევროპარლამენტარების წერილი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპარლამენტარების წერილი
02:00

ევროპარლამენტარების წერილი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპარლამენტარების მორიგი უმწვავესი წერილი პრემიერ გახარიას
04:16

ევროპარლამენტარების მორიგი უმწვავესი წერილი პრემიერ გახარიას

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

პოლიტიკური კრიზისის მე-6 თვეს საერთაშორისო კრიტიკა კიდევ უფრო მკაცრდება.

პოლიტიკური კრიზისის მე-6 თვეს საერთაშორისო კრიტიკა კიდევ უფრ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

თბილისში განვიტარებულ მოვლენებს ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ

თბილისში განვიტარებულ მოვლენებს ევროპარლამენტარები მკაცრად გ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ვერ შერიგდით, ხოცავთ ერთმანეთს, ჩვენ ფული რატომ უნდა გიხადოთ? -ესაა ევროკავშირის პოზიცია - ხარშილაძე
07:28

ვერ შერიგდით, ხოცავთ ერთმანეთს, ჩვენ ფული რატომ უნდა გიხადოთ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი
01:16

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო