საქართვლოში მომუშავე დიპლომატები უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავს ეხმაურებიან და რუსეთის აგრესიას გმობენ. მათ განცხადებაში აქცენტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც არის გაკეთებული. საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების განცხადებით, ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ეს ისტორიული შესაძლებლობაა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.
2023 წლის დეკემბერში ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამასთან, ელჩები იწვევენ ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის განხორციელების გარშემო. საფრანგეთმა და გერმანიამ აჩვენეს, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და შერიგება შესაძლებელია. ჩვენი ქვეყნები, რომლებიც ოდესღაც სასტიკ მტრებად ითვლებოდნენ და მარადიულ კონფლიქტსა და ომში ყოფნისთვის იყვნენ განწირული, უნიკალურ, სისტემატურ და სანდო პარტნიორებად, ევროპული იდეალის მიმართ ერთგულ ქვეყნებად გადაიქცნენ. ევროკავშირის პროექტმა განადგურებული კონტინენტი აქცია კეთილდღეობის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის სივრცედ. ეს გამოცდილება გვაძლევს იმედს. დღეს ჩვენ გვსურს მშვიდობა, რომელიც აღადგენს უკრაინას თავის უფლებებში და სამართლიანობას მოიტანს მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მრავალი დანაშაულის მსხვერპლთათვის. ჩვენ გვსურს მშვიდობა, რომელიც ჩვენს კონტინენტზე ყველასთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების სივრცის შექმნის საშუალებას გვაძლევს.
ჩვენი ერთიანობა მოიცავს საქართველოს, რომელმაც ყველაზე მეტად იცის ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
კონფლიქტის დაწყებიდან ქართველებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოავლინეს, რასაც მოწმობს ყველა უკრაინული დროშა თბილისში. საქართველომ, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს. ჩვენ მივესალმებით უკრაინის იმ მეზობელ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, რომლებმაც დიდი სოლიდარობა და ჰუმანურობა გამოავლინეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ლტოლვილებისა და მესამე ქვეყნის მოქალაქეების მიღებისას. ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი უკრაინას უზრუნველვყოფთ არსებითი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან და ასე გავაგრძელებთ იმდენხანს, რამდენი ხანიც დასჭირდება უკრაინას საკუთარი თავის დასაცავად.
სიმტკიცე – პრეზიდენტმა პუტინმა დიდი ტაქტიკური და სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მას ეგონა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში დაეცემოდა.
ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ შედეგს: უკრაინა გმირულ წინააღმდეგობას უწევს და აქვს ყველა თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების მხარდაჭერა. მეორე მხრივ, რუსეთი დგამს სასტიკ, ესკალაციის გამომწვევ ნაბიჯებს, მათ შორის ახორციელებს უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. რუსეთი სჩადის ომის დანაშაულებს და დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ. რუსეთი მიზანმიმართულად იწვევს სურსათისა და ენერგორესურსების დეფიციტს, აფერხებს მიწოდების ჯაჭვებსა და იწვევს ფასების მკვეთრ ზრდას, რაც აძლიერებს საერთაშორისო საზოგადოებისგან მის იზოლაციას.
რუსეთი ვერ და არ მოიგებს. ევროკავშირი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს უკრაინისადმი ერთსულოვან მხარდაჭერაში და შემდგომ ეკონომიკურ ხარჯებს დააკისრებს რუსეთს, იმ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ამ ომს პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ. ჩვენ გავაგრძელებთ სახსრების მობილიზებას, რათა შევამსუბუქოთ იმ ადამიანებისა და ქვეყნების ტანჯვა, რომლებიც, რუსეთის აგრესიის შედეგად, ყველაზე დაუცველები არიან მსოფლიოში.
ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობის გავრცელებისთვის, როგორც ეს ევროკავშირის წინა გაფართოებებმა მოახდინა. ევროკავშირში გაწევრიანება გრძელი გზაა. ის გულისხმობს არა მხოლოდ ევროკავშირის მიზნებისა და ღირებულებების მიღებას, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ნორმების მიღებას. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიწვევთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის განხორციელების გარშემო“, – ნათქვამია ელჩების ერთობლივ მიმართვაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.