ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება


8 მარტის შეთანხმების გარშემო პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებები მწვავდება. პოლიტიკური ჯგუფები სხვადასხვანაირად კითხულობენ ჩანაწერს, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების თანდასწრებით მოაწერა ხელი და რომელიც მართლმსაჯულებას ეხება. ოპოზიციის ნაწილისთვის შეთანხმება პატიმრობაში მყოფი თანაგუნდელების - გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს.

„ქართული ოცნება“ კი ამტკიცებს, რომ ქვეყანას ე.წ. პოლიტპატიმრები არ ჰყავს და შეთანხმება სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას ეხება. ე.წ. პოლიტპატიმრები ნახსენები არ არის ფასილიტატორი ელჩების განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერთა გუშინდელი მიმართვის შემდეგ გამოქვეყნდა. ახლა საინტერესოა, შეაფერხებს თუ არა პოლიტიკური უთანხმოება 8 მარტს ხელმოწერილი კიდევ ერთი შეთანხმების - ანუ კომპრომისული საარჩევნო მოდელის მიღებას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან