გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე - “აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება”
საქართველო ერთგულია ევროპული სტანდარტების, ფასეულობების, ევროკავშირის ფასეულობების, ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს გადახდილი, რეფორმებს ვახორციელებთ, წინსვლა გვაქვს ყველა მიმართულებით; ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და წევრობაზე განაცხადიც გაკეთებულია, ახლა ევროპის ჯერია, ახლა მან უნდა გადაწყვიტოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო დაუმსახურებლად არაფერს ითხოვს, ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გზით. „ევროკავშირისგან ჩვენ მოველით ბრძნულ გადაწყვეტილებას, რადგან, - მოდით, გულახდილად ვთქვათ, - როცა რუსეთი 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, მსოფლიოში ასე იფიქრეს: „იქნებ დღეს კონტექსტი სხვაგვარია და ასე შემდეგ“. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდეგ დედამიწაზე არავის დაუწესებია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. არავის! პირიქით, ჩვენ გავხდით რუსეთთან ურთიერთობებში ყველა სახის „გადახალისების“, „ახლიდან დაწყების“ და ა. შ. მოწმენი. 2014 წელს მთელი მსოფლიო იყო შოკირებული, როცა რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. ასევე, სულ ახლახან მთელი მსოფლიო გაოგნებული და შოკირებული იყო, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ასე რომ, დასავლეთის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, სათანადო, პროპორციული. თუკი ევროკავშირი, ჩვენს რთულ დღევანდელ დროში, დატოვებს ჩემს ქვეყანას და სხვა მსგავს ქვეყნებს: ასოცირებულ ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, კანდიდატის სიმბოლური სტატუსის გარეშე, დაყოვნების გარეშე ვიტყვი, რომ ეს არის შეცდომა, რადგან ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რეფორმების გაგრძელება. საქართველო არ ითხოვს არაფერს დაუმსახურებლად, ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას “, - განაცხადა პრემიერმა. პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება. დისკუსიაში, რომელიც გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად მიიღო მონაწილეობა. პანელს მოდერაციას უწევდა საინფორმაციო პლატფორმა „სემაფორის“ მთავარი რედაქტორი სტივ კლემონსი. პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ვრცლად იხილეთ: https://www.gov.ge/index.php?lang_id=...
Georgian Government-ის სხვა ვიდეოები
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მი...
ოფიციალური სადილი ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართვე...
ოფიციალური ვახშამი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური...
გახარია - ყველა ადამიანს, რომელიც არ დაემორჩილება...
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყ...
ვიდეომიმართვა საერთაშორისო გარემოს დაცვის ფორუმზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Hu...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში მე...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 18 იანვარი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანა მიქაძე-ჩიკვაიძის გამოსვლა Entrepreneur-ის პანელურ დისკუს...
Entrepreneur Georgia
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ეკონომიკურ ფორუმზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სიტყვით გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებ...
Irakli Garibashvili
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
TV IMEDI
გამოსვლა ახალ პარლამენტში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
გამოსვლა თელავში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил