მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია


საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების პროცესში მეტი მხარდაჭერა ექნებათ, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.

დოკუმენტი ევროკავშირში ახალი, მრავალწლიანი, საფინანსო ჩარჩო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში გაკეთდა. ხელმოწერის პროცესი მიუნხენში, უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.

უკვე მეორე დღეა, გერმანიაში მიმდინარე ღონისძიებას „მოამბის“ გადამღები ჯგუფი აშუქებს - თემაზე საუბარს ანა ბროლაძე განაგრძობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან