მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

16.02.2019 05:36

ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა და მხარდაჭერა პარტნიორებისგან. „უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპაში“. მიუნხენში ამ წუთებში მიმდინარე დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. მამუკა ბახტაძესთან ერთად ფორმატში ჩართულები არიან უკრაინის პრეზიდენტი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ეუთო-ს გენერალური მდივანი, ევრაზიის ჯგუფის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა დეტალურად მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრა, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ესწრებოდა. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ნატოს-თან თავსებადობის მაღალ ნიშნულზეა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: