ვიშეგრადის ქვეყნები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ

01.09.2017 00:50

ვიშეგრადის ქვეყნები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ და მას აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ვიშეგრადის ოთხეულის დეკლარაციაში, რომელიც 31 აგვისტოს ბუდაპეშტში მიიღეს. ერთობლივი განცხადების მიხედვით, „ვიშეგრადის ოთხეულის“ მინისტრები მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილებისა და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებისა და სტაბილურობის აქტიური ფაქტორის მიმართ. ისინი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებენ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის პრიორიტეტად იქცეს. დოკუმენტის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი სტრატეგიული ხედვა უნდა აერთიანებდეს პოლიტიკირ დასაბუთებას და ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან თანაზიარი პასუხისმეგბლობის გარანტიას უნდა იძლეოდეს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბრიუსელის დეკლარაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განსხვავებულ მისწრაფებებს უნდა ასახავდეს, ამასთან, დაინტერესებულ პარტნიორებს ის ევროპულ პერსპექტივას უნდა სთავაზობდეს, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობას - ამბიციურ პროგრამას გრძელვადიან პერსპექტივაში. მინისტრების თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს რეგიონულ თანამშრომლობას, გახსნილობას, საერთო ღირებულებებს, დიფერენციულობასა და მრავალმხრივ განზომილებას. შეხვედრაზე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირზე გეოპოლიტიკური გარემოებების გავლენაზე. ამ კონტექსტში აღინიშნა სტრატეგიული რეაგირების აუცილებლობა. ხაზი გაესვა პარტნიორ ქვეყნებში რეფორმების გაგრძელების, სტაბილურობის, სამოქალაქო მდგრადობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას. ხაზგასმით აღინიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, ყველა ამ ტიპის ქმედება რეალური სარგებლის მომტანი უნდა იყოს ექვსივე პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ვიშეგრადის ოთხეულის მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერებას ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეთა შორის. მინისტრები ასევე მიესალმნენ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ ხელშეკრულების მოსალოდნელ ამოქმედებას. მინისტრებმა დაადასტურეს, რომ „საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულებების (თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ ხელშეკრულებების ჩათვლით) განხორციელება, ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზაზე ამ ქვეყნების მთავარი ამოცანაა“. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მოლდოვასთან, საქართველოსთან და უკრაინასთან დაწესებულმა უვიზო მიმოსვლამ აჩვენა, რომ მას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს რიგის ოთხივე პრიორიტეტის (ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა; ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ინფრასტრუქტურული ურთიერთკავშირები, ენერგეტიკული ეფექტურობა, გარემო და კლიმატური ცვლილებები; მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები) განხორციელების გაგრძელების მნიშვნელობა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული შეხვედრაზე მისჯელეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტირული კავშირების მნიშვენლობაზე. აღინიშნა რომ, „უკეთესი კავშირები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობისა და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, არამედ პოლოტიკური კავშირების განვითარებასაც“.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კონფერენცია დეზინფორმაციის წინააღმდეგ
01:36

კონფერენცია დეზინფორმაციის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნები და საქართველო - ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები
02:15

ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნები და საქართველო - ეკონომიკური თან...

PalitraNews

ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება „რიონის“ ეთერში
24:36

ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება „რიონის“ ეთერში

Fund Sokhumi

\"ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება\" - პროექტის პრეზენტაცია   22 11 22
02:08

"ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება" - პროექტის პრე...

მეცხრე ტალღა

,,ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის  - პროექტის პრეზენტაცია
03:00

,,ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვი...

TV მონიტორინგი

ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის
02:15

ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის

guriatv

“ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის\" - პროექტის პრეზენტაცია
02:08

“ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის...

TOK ТV GEORGIA

რადიოგადაცემა გენდერული თანასწორობის პოლიტიკას მიეძღვნა
40:40

რადიოგადაცემა გენდერული თანასწორობის პოლიტიკას მიეძღვნა

Fund Sokhumi

ყველა ვიდეო