ახალგაზრდობის სააგენტომ ზუგდიდში შეხვედრა გამართა
ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას და მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავას შეხვდნენ. შეხვედრაზე მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები განიხილეს. ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით. აღნიშნული რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების "მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის" ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს ეწვევა. მათ შორისაა ზუგდიდი და მესტია. ახალგაზრდობის სააგენტოს მიზანია ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა ევროპული მოდელით, რაც გულისხმობს საქართველოში, ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ მოქალაქეებად და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. ამისთვის სააგენტომ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის რეკომენდაციების ასევე ევროპული განვითარებადი ქვეყნების მოდელის გათვალისწინებით და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა სამწლიანი რეფორმა ე.წ."ევროკავშირის მოდელით" და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
"jonis's story" ფილმის ჩვენება ზუგდიდში.
odishitv
ინოვაციის დღეები ზუგდიდში
STV NEWS
Mego ბარში ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
Radio Atinati
საინფორმაციო კამპანია დევნილთა დასახლებებში
Radio Atinati
ინოვაციების დღეები ზუგდიდის ტექნოპარკში
Radio Atinati
სახელმწიფო პროგრამების შესახებ 6000-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღ...
Radio Atinati
ზუგდიდში ოპოზიციის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიომრავალფეროვნების დღე ზუგდიდში. პირდაპირი ჩართვა რადიო ათი...
YouthPD Atinati